გვარდიოლა: "მან "სიტის" გამოწვევბს ვერ გაუძლო"

17-03-2019, 17:23

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა "დორტმუნდში" გადასული ჯეიდონ სანჩოს შესახებ კომენტარი გააკეთა.

"სანჩომ არ მიიღო გამოწვევა, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა წასვლა გადაწყვიტა".

"მიხარია, რომ ყველაფერი კარგად წაუვიდა და დიდებულად ასპარეზობს. ამ სეზონში კარგად თამაშობს და ვულოცავ წინსვლას", - ციტირებს Sky Sports-ი გვარდიოლას სიტყვებს.

შეგახსენებთ, ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი "სიტიდან" "დორტმუნდში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სანჩოს სატრანსფერო ღირებულება გერმანულ კლუბში გადასვლის შემდეგ 5-დან 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით