მონკი "სევილიაში" დაბრუნდა

17-03-2019, 20:53

იტალიური "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი, მონკი სამშობლოში დაბრუნდა.

ანდალუსიის "სევილიას" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა 50 წლის სპეციალისტი თანამდებობაზე დანიშნა.

მონკის "დალაქების" რიგებში 29 წელი აქვს გატარებული ჯერ ფეხბურთელობის, ხოლო შემდგომ კი უკვე კლუბის დირექტორთა საბჭოში ყოფნის დროს.

შეგახსენებთ, რომ მისი რომაული კარიერის დროს გიორგი ჩაკვეტაძის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ იტალიურ გრანდს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ქართველი ნახევარმცველისადმი ინტერესი ახლა უკვე "სევილიამ" გამოთქვას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით