"ინტერმა" სპალეტის შემცვლელს მიაგნო?

17-03-2019, 21:21

როგორც იცით ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი დაკავებულ პოსტს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტალიური კლუბის მესვეურები უკმაყოფილიონი არიან სპალეტის მუშაობით და დიდი ალბათობით მას ზაფხულში გაანთავისუფლებენ.

კლუბის ჩინელი ბოსების მთავარი მოთხოვნა ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.

იმ შემთხვევაში თუ სპალეტი გუნდს დატოვებს, მაშინ კლუბის ბოსები ყველანაირად ეცდებიან მის შემცვლელად ანტონიო კონტე მოიყვანონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მილანის ინტერი სერია ა-ს 27-ე ტურისთვის 50 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით