ქართველების გარეშე "გენტი" საჩემპიონო ჯგუფშია

17-03-2019, 22:54

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბელგიის იუპიერლიგის 30-ე ტურის მატჩი, რომელშიც "სტ ტრუიდენმა" "გენტს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"ბუფალოების" მხრიდან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა გიორგი ქვილითაიამ. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, როგორც ჩანს 19 წლის ნახევარმცველი ჯერ სრულად არ მომჯობინებულა და შესაბამისად მწვრთნელმა ის განაცხადს მიღმა დატოვა.

ეს ტური უკანასკნელი იყო ძირითადი ლიგის გათამაშებისთვის. 30 ჩატარებული მატჩის შემდგომ "გენტს" 50 ქულა დაუგროვდა, მე-5 ადგილზე გავიდა და ამის წყალობით საჩემპიონო ჯგუფში მოახერხა შესვლა.

ამ ჯგუფში გუნდებს ქულები თავდაპირველად სეზონში მოპოვებული ქულების რაოდენობით ექნებათ. შესაბამისად, "ბუფალოები" 25 ქულით აიღებენ სტარტს.

ქართველების გუნდის გარდა საუკეთესო ექვსეულში ასევე "გენკი" (32), "ბრიუგე" (28), "სტანდარტი" (27), "ანტვერპი" (25) და "ანდერლეხტიც" (26) მოხვდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით