კლაუდიო რანიერი: "ჩემპიონთა ლიგის შემოსავლის გარეშე, ჩვენი გეგმები შეიცვლება !"

18-03-2019, 12:35

იტალიური "რომას" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი, მის კლუბზე საუბრობს

"ჩვენი მიზანი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რათა ამით ზაფხულში, წარმატებული სატრანსფერო კამპანია ვაწარმოოთ. თუ ევროპულ ტურნირზე ვერ გავალთ, მაშინ ცხადია გუნდის გეგმებიც შეიცვლება."

"რომას" რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავდაჯერებულობის გარეშე თამაშობენ და არც ორთაბრძოლებში გამარჯვების დიდი სურვილი აღენიშნებათ, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს."

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელები ამჟამად სერია ა-ს ცხრილში, 28 ტურის შემდეგ, მე-5 ადგილს იკავებენ 47 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით