ჩაკვეტაძეს სერიოზული ოპერაცია სჭირდება? რა სჭირს რეალურად ქართველ ვარსკვლავს

18-03-2019, 14:22

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის, ბელგიური "გენტის" შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ გაურკვეველი ვითარება გრძელდება.

როგორც გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, ბელგიური კლუბი ჩაკვეტაძის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დროულ ცნობებს არ აწვდის.

"როდესაც ფეხბურთელს რამე აწუხებს, ამის შესახებ გუნდმა უნდა გვაცნობოს. ჩაკვეტაძის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება".

"გიორგის ტრავმა აქვს, ვერ ეხმარება ვერც "გენტს" და ვერც ნაკრებს, ხოლო მის გუნდში ვერ გადაწყვიტეს სჭირდება თუ არა მას ოპერაცია, ეს ვითარება უკვე 3 თვეა იწელება". - განაცხადა იაშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით