უმძიმესი შემთხვევა იტალიაში

18-03-2019, 20:11

გუშინ იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ნაპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

გამარჯვების მიუხედავად მატჩი ნეაპოლელებისთვის ცუდად დასრულდა. თამაშის დაწყებისთანავე, მე-4 წუთზე დავიდ ოსპინა მეტოქის შემტევს, იგნასიო პუსეტოს დაეჯახა, რის გამოც მთელი შეხვედრის მანძილზე თავშეხვეული მოუწია ყოფნა.

დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე 30 წლის კიპერი მინდორზე უგონოდ დაეცა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გახდა მისი გადაყვანა საჭირო.

როგორც ცნობილია, კოლუმბიელმა მეკარემ თავის ქალის დაზიანება მიიღო. თუმცა, კარლო ანჩელოტის განცხადებით, საბედნიეროდ ოსპინას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით