ზიდანის ყველასთვის მოულოდნელი ტრანსფერი, ინფორმაციას ფეხბურთელიც ადასტურებს

18-03-2019, 23:11

ბოლო დროს ლევერკუზენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ჟუნიელ ბრანდტის სახელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს".

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გერმანელებთან და შესაძლოა, ის ესპანეთის დედაქალაქში მომავალ ზაფხულშივე ვიხილოთ.

აღნიშნულ თემაზე თავად 22 წლის ნახევარმცველს ჰკითხეს, რომელმაც ტრანსფერი არ გამორიცხა.

"სასიამოვნოა, როდესაც ისეთ დიდ კლუბს გიკავშირებენ, როგორიც "რეალია". ამჟამად რაიმე ახლის თქმა გამიჭირდება, თუმცა, გამორიცხული არაფერია." - აცხადებს ბრანდტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით