"ნორჩი დინამო" სკანდალში გაეხვა ?! - კიდევ ერთი ჩაწყობების ინციდენტი ფეხბურთში !

18-03-2019, 23:18

როგორც ცნობილი გამოცემა, "FederBet" იუწყება, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში, გუნდებს შორის მატჩების არაკანონიერი გზებით გადაწყვეტის ინციდენტებს იკვლევს, შესაძლოა "ნორჩ დინამოს", ორთაბრძოლების "გაყიდვის" საქმიანობაში დაედოს ბრალი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებმა, იტალიაში, "ვიარეჯიოს" თასის ჯგუფურ ეტაპზე გამართული 3 შეხვედრა, საეჭვოდ დიდი ანგარიშებით დათმეს.

მათ 3 დაპირისპირების შემდეგ, სულ 3 გოლი გაიტანეს, მაშინ როდესაც მეტოქეებმა "დინამოელთა" კარის აღება, 16-ჯერ შეძლეს.

ცნობების მიხედვით, ამ მატჩებამდე ცოტა ხნით ადრე, ტოტალიზატორებში ფსონები, თბილისელთა გამანადგურებელი ანგარიშით მარცხზე შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ "FederBet-ის" მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა, ჩინეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან დაფიქსირდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით