ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯენარო გატუზოზე: "ვინ იცნობს ამ ნაძირალას ?!"

18-03-2019, 23:27

"UFC-ის" მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, იტალიური სერია ა-ს 28-ე ტურში, "მილანსა" და "ინტერს" შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ამ დაპირისპირებას, ბავშვობიდანვე ვადევნებ თვალყურს. საოცარი მატჩის მომსწრენი ვიყავით და ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დერბია."

"საბედნიეროდ ახლა, უშუალოდ "სან სიროზე" ყოფნისა და სიამოვნების მიღების საშუალებაც მომეცა."

ამასთან ერთად, ჩრდილო-კავკასიელმა მებრძოლა, "მილანის" მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს, დადებით კონტექსტში, ასე მიმართა: "ვინ იცნობს ამ ნაძირალას ?!"

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, იტალიელი სპეციალისტის შეგირდების მარცხით დასრულდა ანგარიშით 2:3, რითაც მათ ჩემპიონატის ცხრილში, მე-4 ადგილი დაიკავეს 51 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით