პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

18-03-2019, 23:56

შაბათს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიას უმასპინძლებს.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

"ქართველები რუსულ სტილში თამაშობენ. გარდა ამისა მათ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რაც ბრაზილიურ სტილსაც გვაგონებს. საკუთარ კედლებში საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია."

"ამ გუნდმა ერთა ლიგა დაუმარცხებლად გაიარა და შინ ყველა შეხვედრა მოიგო. ფავორიტები ვართ, თუმცა აუცილებლად სიფრთხილე გვმართებს." - აცხადებს პეტკოვიჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით