მილანის "ინტერი" რასიზმის გამო დაისჯება !

19-03-2019, 18:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიურ "ინტერს", სერია ა-ს 28-ე ტურში, "მილანის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მომხდარი რასისტული ინციდენტის გამო, დასჯა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის" მაყურებლებმა "სან სიროზე" გამართულ მატჩში, მეტოქის კოტ-დ'იუვარელ ნახევარმცველს, ფრანკ კესიეს, მე-7 და 39-ე წუთებზე, სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.

ცნობების მიხედვით, ამის გამო ლუჩიანო სპალეტის შეგირდებს, ერთი ორთაბრძოლის გამართვა, სტადიონის "დახურული კარის" მიღმა (ისევე როგორც ამ წლის იანვარში), გულშემატკივართა მხარდაჭერის გარეშე მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაცია შესაძლოა ამჟამად 1 წლით გადაიდოს, "FIFA" დაკვირვებების ჩატარებას გეგმავს და რასიზმის განმეორების შემთხვევაში, სასჯელი, დიდი ალბათობით კიდევ უფრო გამკაცრდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით