ალექსის სანჩესი: "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი მთავარი მიზანი, ტიტულების მოპოვებაა"

19-03-2019, 20:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, კლუბში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს:

"მსურს ყველას ვუჩვენო თუ რა შემიძლია, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და საკუთარ თავში რწმენა, ჯერაც არ დამიკარგავს."

"იუნაიტედი" არა ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, ჩემი მთავარი მიზანი, მანჩესტერელურ გრანდში ტიტულების მოპოვება და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების სიამოვნებაა."

შეგახსენებთ, რომ 30 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 17 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით