ჯუზეპე მაროტა: "მაურო იკარდი, "ინტერის" ოჯახის წევრია"

20-03-2019, 12:35

მილანის "ინტერის" იტალიელი გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა, კლუბში არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის მდგომარეობაზე საუბრობს:

"იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალევე მოგვარდება. ჩვენ ერთ ოჯახს წარმოვადგენთ, რომლის წევრი, მაუროცაა. როგორც ყველგან, აქაც, "მშობლებმა" ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც "შვილებისთვის" სასარგებლო იქნება."

"იკარდის ახლა მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც ასპარეზობას ვერ ახერხებს, მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და სამედიცინო შტაბის გათვლებით, ის სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ დაბრუნდება."

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 20 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 9 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით