მაკგრეგორი: "მე და რონალდუს ერთი მსგავსება გვაქვს"

19-03-2019, 21:23

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მედიის წარმომადგენლებთამ ფეხბურთლის პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საოცარი ათლეტია.

"რონალდუ ფენომენალური ათლეტი და პიროვნებაა".

"მისი ვარჯიშისადმი დამოკიდებულება, ბევრი ახალგაზრდისთვის სამაგალითოა და მათ ფეხბურთის თამაშისკენ ბიძგს აძლევს".

"უბრალოდ შეხედეთ, რა გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. ჰეთ-თრიკი გაიფორმა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი გუნდის, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მაშინ, როდესაც დიდი წნეხის ქვეშ იყო".

"ჩვენ ორივე დისციპლინის მოყვარული ათლეტები ვართ სპორტის განსხვავებულ სახეობაში", - აღნიშნა მაკგრეგორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით