რონალდუ: "მადიდმა ბევრი რამ მაჩუქა"

19-03-2019, 21:53

მედიაში გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგელიელმა შემტევმა, მადრიდში თმის გადანერგვის კლინიკა გახსნა.

როდესაც აღნიშნულის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან საუბრობდა მადრიდული ცხოვრება გაიხსენა.

"მადრიდმა ბევრი რამე მომცა. მაგალითად, მეგობარი გოგონა და შვილები. ასევე, ქალაქთან ბევრი გამარჯვება მაკავშირებს - მადრიდი კარიერაში ძალიან დამეხმარა", - აღნიშნა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ 2009-18 წლებში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება და ოქროს ბურთის მიღება 4-4-ჯერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით