გატუზოს ნახევარმცველის დამატება სურს

19-03-2019, 22:34

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ტიმუე ბაკაიოკო აუცილებლად უნდა გამოისყიდონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯენაროს ფავორიტი ნახევარმცველი ჩილელი არტურო ვიდალია, რომელსაც ერნესტო ვალვერდე დიდად არ ენდობა და ბევრ სათამაშო დროს არ უთმობს.

გამოცემა "Calciomercato-ს მტკიცებით, გამოცდილი ნახევარმცველის დამატებით "ინტერი" და "ნაპოლიც" ინტერესდებიან.

კარლო ანჩელოტი არტუროს გერმანიაში მწვრთნელობისას წვრთნიდა, რაც ნეაპოლიტანელებისათვის კოზირია, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ დე ლაურენტისი ასაკოვან ფეხბურთელში ფულის გადახდას არ რისკავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით