პოლ პოგბა: "მადრიდის "რეალი", ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბია"

20-03-2019, 23:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"ეს აქამდეც ვთქვი და ამას ახლაც გავიმეორებ, სამეფო გრანდში ასპარეზობა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო რამაა. "ლოს ბლანკოსი", მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია."

"არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მართალია ამჟამად "იუნაიტედის" რიგებში ვირიცხები, მაგრამ მაინც, წინასწარი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით