ოლივიე ჟირუ: "მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს"

20-03-2019, 23:33

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ, კლუბში მის სათამაშო დროზე საუბრობს:

"შანსებს ძალიან მცირე რაოდენობით ვიღებ, მაშინ როდესაც იანვრის შემდეგ, ჩემს პოზიციაზე კონკურენციის დონე, საკმაოდ შემცირდა."

"თანადათანობით შევურიგდი იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ევროპის ლიგაზე მომიწევს ასპარეზობა, მიუხედავად ამისა, ვეცდები ამ ტურნირზე დავამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები."

"მსურს ყველას ვაჩვენო თუ გუნდისთვის რა მნიშვნელობის მქონე ფიგურა ვარ."

შეგახსენებთ, რომ 32 წლის შემტევი, "არისტოკრატების" რიგებში, გასული წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის "არსენალიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით