კარლო ანჩელოტი: "ზინედინ ზიდანი და მადრიდის "რეალი", სრულყოფილი კომბინაციაა !"

20-03-2019, 11:35

იტალიური "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალში" დაბრუნებაზე საუბრობს:

"მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს, მან 3 წლის განმავლობაში გუნდთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ისტორია დაწერა და მხოლოდ ამისთვის, ზიდანი უდიდესს პატივისცემას იმსახურებს."

"ზინედინი და "ლოს ბლანკოსი", სრულყოფილი კომბინაციაა, რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგი ახლა კიდევ უფრო წარმატებული იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 46 წლის სპეციალისტმა, მადრიდელთა თავკაცის პოზიციაზე, ესპანელი სანტიაგო სოლარი ჩაანაცვლა 10 თვის შემდეგ, კვლავ "რეალი" ჩაიბარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით