პოგბა: "სტერლინგს ცუდი რეპუტაცია კანის ფერის გამო აქვს"

21-03-2019, 02:44

მანჩესტერ "იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "სიტის" ახალგაზრდა შემტევი, რაჰიმ სტერლინგი დაიცვა.

"ვფიქრობ, მისი ბოლო წლების შედეგების მიხედვით ბევრი უნდა ლაპარაკობდეს მის წარმატებაზე, თუმცა, ასე არ ხდება."

"მედია მას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ყიდულობს ძვირადღირებულ სახლს ან მანქანას. ამ დროს კი რაჰიმი მინდორზე შესანიშნავად ირჯება."

"ვფიქრობ, ამის მიზეზი რასიზმია. სტერლინგის კანის ფერის გამო არა მის თამაშს, არამედ მის მინდვრის გარეთ ცხოვრებას აქცევენ ყურადღებას." - აცხადებს პოგბა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით