"ბარსამ" კოუტინიოს ფასი დაადო

21-03-2019, 02:56

ფილიპე კოუტინიოს ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ კატალონიის "ბარსელონა" მას მომავალ ზაფხულს გაყიდის.

ბრიტანული გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველის დამატება ყველაზე მეტად მანჩესტერ "იუნაიტედს" სურს.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის პირველი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და ესპანელებმა 26 წლის ფეხბურთელს ფასიც დაადეს. "ბლაუგრანა" მის გაყიდვას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავს.

როგორც ცნობილია, კოუტინიოს დამატება მანჩესტერელთა გარდა ასევე "პსჟსაც" სურს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" გასული წლის იანვარში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით