ბუკმეიკერებმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელეს

21-03-2019, 03:08

2018/19 წლების სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება და ვინაიდან წელს სანაკრებო ფორუმებიდან მხოლოდ კოპა ამერიკა იმართება, დიდი ალბათობით, ოქროს ბურთის ბედს საკლუბო ტურნირებზე მიღწეული შედეგები განსაზღვრავს.

ევროპულმა საბუკმეიკერო კანტორებმა უკვე დაიწყეს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გამარჯვებულზე ფსონების მიღება.

ტოტალიზატორები ფავორიტად კატალონიის "ბარსელონას" ლიდერ ლეო მესის მიიჩნევენ, რომელსაც 1.95 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული. მას, რა თქმა უნდა, კრისტიანო რონალდო მოჰყვება, რომელსაც საკმაოდ მაღალი, 7 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.

საუკეთესო ხუთელში ფრანგული დუეტიც მოხვდა, მბაპესა (9 კოეფიციენტი) და ნეიმარის (17) სახით. ოქროს ბურთის მეხუთე ფავორიტად კი ედენ აზარი განიხილება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით