"იუვენტუსი" "რომას" ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა

21-03-2019, 12:11

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" "რომას" ბერძენი ცეტრალური მცველით, კოსტას მანოლასით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურინული გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდება ბერძენის დამატებას.

მაგრამ როგორც ცნობილია ტურინული გუნდის გარდა, მანოლასის შეძენით მადრიდის "ატლეტიკო" და "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ კოსტან მანოლასის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 36 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით