"რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

21-03-2019, 12:26

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "სამეფო კლუბის" თავკაცს, ზინედინ ზიდანს სურს, რომ ტიბო კურტუა დავიდ დე ხეათი ჩაანაცვლოს.

მაგრამ როგორც ცნობილია, თავის მხრივ კლუბის დატოვება ბელგიელ კარის დარაჯს არ სურს, რადგან ტიბო პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ აპირებს.

აშკარაა, რომ ფრანგს არ სურს ბელგიელის კლუბში დარჩენა ამიტომაც დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე ტიბო სათადარიგო სკამზე იჯდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ტიბო კურტუა "სამეფო კლუბში" გასულ ზაფხულს ლონდონის "ჩელსიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით