"მილანი" "ევერტონის" თავდამსხმელის შესაძენად ემზდება

21-03-2019, 16:44

როგორც იტალიური "მილანის" პრესსამსახური იუწყება, "როსონერის" ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ რიშარლისონის ტრანსფერის თაობაზე "ევერტონს" ოფიციალურად მიმართა.


წყაროს ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან ბრაზილიელ თავდამსხმელში 65 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, "ევერტონმა" რიშარლისონი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "უოტფორდიდან" 50 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

21 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით