იკარდი: "ინტერში" დამამცირეს

21-03-2019, 14:33

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის თაობაზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"საკუთარი თავისთვის უფლება არასოდეს მიმიცია, რომ სხვებს უპიტივისცემლოდ მოვქცეოდი. ვარჯიშების 98%-ში ვმონაწილეობდი და არაპროფესიონალიზმში ან არასათანადო საქციელში არავის დავუდანაშალებივარ". 


"ჩემთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა დამცირება იყო, რომელსაც არავითარი აზრი ჰქონდა",- ციტირებს იკარდის სიტყვებს La Repubblica.
 
შეგახსენებთ,  არგენტინელი კაპიტნობიდან 13 თებერვალს გადააყენეს და მას მერე "ინტერის" მაისურით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ის კლუბის პრეზიდენტს შეხვდა და განუცხადა, რომ უსამართლოდ ექცევიან. მან ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გუნდთან ერთად პირველად დღეს ივარჯიშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით