მარკუს რაშფორდი ტრავმირებულია !

21-03-2019, 22:57

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, ნაკრებში ყოფნის დროს, ტრავმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის შემტევმა, კოჭი დაიზინა, რის გამოც "ლომების" შემადგენლობას გამოეყო და ახლა უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

ამის შედეგად რაშფორდს, ჩეხეთის და მონტენეგროს ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის, ინგლისელთა რიგებში, ვეღარ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მარკუსს ზემოთ ხსენებული პრობლემა, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ აწუხებს, სადაც 45 წუთის განმავლობაში, მანჩესტერული გრანდის ცვლილებების ამოწურვის გამო, მას ტრავმირებულს მოუწია ასპარეზობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით