UEFA-მ რონალდუ დასაჯა

21-03-2019, 20:09

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდუს მიერ "ატლეტიკოს" კარში გატანილი გოლის აღნიშვნის ეპიზოდი განიხილა და განაჩენი გამოიტანა.

Uefa-ს გადაწყვეტილებით, 34 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა თუმცა, ჯარიმის სახით 20 ათას ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, მსგავსი ჟესტიკულაციის გამო, რამდენიმე კვირის წინ, დიეგო სიმეონეც 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, "იუვენტუსმა" "ატლეტიკოს" 3-0 მოუგო. სწორედ, აღნიშნულ შეხვედრაში მოახერხა რონალდუმ ჰეთ-თრიკის შესრულება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით