ოფიციალურად: რონალდუს განაჩენი გამოუტანეს

21-03-2019, 23:07

სულ ცოტა ხნის წინ, "UEFA-ს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკლავის, კრიშტიანუ რონალდუს დასჯის საკითხზე.

იტალიელთა ლიდერმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ისტორიული "ქამბექის" შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცს, დიეგო სიმეონეს "სამაგიერო გადაუხადა" და "როხი ბლანკოს" წინ, არგენტინელის მსგავსად, მოგება უხამსად აღნიშნა.

ცნობების მიხედვით, 34 წლის შემტევი, დისკვალიფიცირებას გადაურჩა, თუმცა 20 000 ევროს სანაცვლოდ, მაინც დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამის "აიაქსისა" და ზემოთ ხსენებული კლუბის დაპირისპირება, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით