მარკიზიო: "მილანი" უარით არაერთხელ გავისტუმრე"

21-03-2019, 21:56

"ზენიტის" იტალიელმა ნახევარმცველმა  კლაუდიო მარკიზიომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს "მილანში" ტრანსფერზე უარი 2-ჯერ თქვა.

"ჩემი კონტრაქტის გაწყვეტაზე "იუვენტუსის"" მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის მარტივი არ იყო. ვფიქრობ, გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების სიხშირის გამო მე "იუვენტუსში" თამაში კიდევ შემეძლო".

"ბიანკონერისთვის" ძალიან ბევრი გავაკეთე და პირიქით, ტურინელებმა ჩემთვის. ამ ქალაქში ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და ეს საოცარ მოტივაციას მაძლებდა".

"ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მიმიღია. მაგალითად, "მილანს" უარი 2-ჯერ ვუთხარი, რადგან "იუვენტუსის" გარდა არცერთ იტალიურ გუნდში თამაში არ მსურდა", - ციტირებს იტალიელის სიტყვებს Gazzetta Dello Sport-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით