ფერდინანდი: "იუნაიტედის" ფანებისთვის "ლივერპულის" გამარჯვება ყველაზე ცუდი სცენარია"

21-03-2019, 22:19

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა მედიის წარმომადგენლებთამ საუბრისას განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს ურჩევნიათ პრემიერლიგა "მანჩესტერ სიტიმ" მოიგოს.

"ის, რაც ახლა პრემიერლიგაში ხდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებისთვის ყველაზე ცუდი სცენარია".

"ვფიქრობ, იუნაიტედის ქომაგებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ამ საშინელ ბრძოლაში "ქალაქელები" გაიმარჯვებენ. სამწუხაროდ, მე მსგავსი ფაქტის ნაწილი ვიყავი",-განაცხადა ფერდინანდმა.

მოგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 76 ქულით "ლივერპული" ლიდერობს. მეორე ადგილზე 74 ქულით "მანჩესტერ სიტია", თუმცა "ქალაქელებს" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით