"რომა" მაურისიო სარის გადაბირებას გეგმავს

21-03-2019, 23:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "რომა", ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის გადაბირებას განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქელები კლაუდიო რანიერის, მისი რეპუტაციის გამო, ბოლომდე არ ენდობიან და წარუმატებლობისა და სარის "არისტოკრატების" მიერ განთავისუფლების შემთხვევაში, ახალ თავკაცზე უარს არ იტყვიან.

60 წლის სპეციალისტს, "რომას" ადმინისტრაცია, სატრანსფერო ბაზარზე სრულ კონტროლს ჰპირდება, რისი უფლებაც მას ლონდონელთა ხელმძღვანელობამ, კონტრაქტის პირობების მიხედვით, არ მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა კლუბმა, ეუსებიო დი ფრანჩესკო, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან, პორტუგალიური "პორტუს" წინააღმდეგ გამოვარდნის შემდეგ გადააყენა თანამდებობიდან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით