მაურო იკარდი მინდორს დაუბრუნდა

22-03-2019, 10:16

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი, გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევმა, 6 კვირიანი რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ, მუხლის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და ახლა უკვე აქტიურ დატვირთვაზე გადავიდა.

იკარდიმ ლუჩიანო სპალეტის კლუბში ბოლო შეხვედრა, გასული თვის დასაწყისში ჩაატარა, თუმცა მას მედიაში იტალიის დატოვების შესახებ აქტიურობის გამო, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, რასაც უთამაშებლობა და საბოლოოდ, დაზიანებაც მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, მისმა თანამემამულემ, ლაუტარო მარტინესმა ჩაანაცვლა, რომელმაც ბოლო 9 მატჩში, 4 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით