ვლადიმერ ვაისი: "მთავარია, 100%-ით დავიხარჯოთ"

22-03-2019, 15:20

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შვეიცარიასთან გასამართი პირველი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა.

"წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, თითოეულ თამაშში გუნდი 100%-ით დაიხარჯოს. ვეცდებით, ამ შესარჩევ ეტაპზე წინასგან შედარებით უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ და საუკეთესოდ ვიასპარეზოთ".

"სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავართ.  ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება. სამაგიეროდ, ქვილითაია, ოქრიაშვილი და ანანიძე უკვე დაგვიბრუნდნენ".

"ტრამვირებულთა რიგებშია გიორგი ჩაკვეტაძეც და ახლა გადის რეაბილიტაციას. როდის უცნობია, მაგრამ იმედია, რომ სრულიად გამოჯანმრთელებული  დაგიბრუნდება".

"ნავალოვსკიმ ვარჯიში 1 კვირის წინ დაიწყო და შესაძლოა, ხვალ 100%-ით სათამაშოდ მზად არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ გვყავს ტაბიძე და ხარაბაძე, რომელთა იმედიც ამ ფლანგზე გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ხარაბაძე თავისი ასაკის კვალობაზე შვეიცარიაში სტაბილურად თამაშობს და ეს ნაკრებსაც გამოადგება".

"როგორც ხარაბაძემ, ისე ვატო არველაძემ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. არველაძის პოლონურ მოღვაწეობას თვალს  აქტიურად ვადევნებ და ძალიან მომწონს".

"შვეიცარიას 3 წამყვანი მოთამაშე დააკლდება, თუმცა ამ გუნდს ყველა პოზიციაზე კარგი შემცვლელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, პეტკოვიჩი მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ჩვენი ტაქტიკური სქემა შევიმუშავეთ, რითიც ხვალ ვითამაშებთ".

"ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი დაეხმარა. მთელი გუნდი გრძნობდა იმ მხარდაჭერას, რაც მათგან მოდიოდა. 55 ათასი ქომაგის მხარდაჭერა სტადიონზე ფეხბურთელისთვის დიდი რამაა. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრაც არ იქნება გამონაკლისი. ძალიან მაინტერესებს, როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევი ეტაპისთვის და პირველ რიგში, ეს შვეიცარიასთან გამოჩნდება",-აღნიშნა ვაისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით