კაშია: "ჩვენი თავდაჯერებულობა გამარჯვების საშუალებას მოგვცემს"

22-03-2019, 14:39

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შვეიცარიასთან გასამართი პირველი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩზე და ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებაზე ისაუბრა.

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ".

"საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ".

"ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს".

"თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს "დინამო არენა" კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას  და დამატებით ძალას გვაძლევს" , -განაცხადა კაშიამ.






  • tobeyz
  • 23 მარტი 2019 18:07
თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვ.
gmail sign up

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით