ემბოლო: "ჩვენ საქართველოს ტაქტიკა ვიცით და თამაში გაგვიჭირდება"

22-03-2019, 13:19

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ საქართველოსთან დაგეგმილი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"საქართველო ძალიან რთული მეტოქეა. ის მოგვცემს თამაშის უფლებას და თავად დაცვაში ჩადგება. ეს არის ოპონენტების ტაქტიკა, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია".

"ზოგჯერ დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში უფრო ადვილია, რადგან სივრცეებს ტოვებენ, ვიდრე პატარა გუნდებთან".

"განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობ. ნაკრებსა და კლუბშიც დავამტკიცეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანია და ვიცით, როგორ მოვძებნოთ გზა გოლების გასატანად", -ციტირებს ემბოლოს სიტყვებს RCI Sport-ი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით