"პსჟ" ერერას დამატებასთან ახლოსაა

22-03-2019, 16:31

ფრანგული "პსჟ" სერიოზულად არის დაინტერესებული მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველის, ანდერ ერერას დამატებით.

რადიო RMC-ის ინფორმაციით, პარიზელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები და კლუბში გადასვლის სურვილი თავად ესპანელ ფეხბურთელსაც აქვს.

მოგეხსენებათ, ერერას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ეწურება. შესაბამისად, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მას ფრანგები უფასოდ დაიმატებენ.

შეგახსენებთ, რომ გუნდში სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ერერას რეგულარური სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა, გუნდიდან წასვლა თავად მას აქვს გადაწყვეტილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით