პოგბამ ნაკრების წევრებს ბეჭდები დაურიგა

22-03-2019, 16:38

სანაკრებო შეკრებაზე მყოფმა მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თანაგუნდელებს საჩუქარი გაუკეთა.

26 წლის ნახევარმცველმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ფრანგ ფეხბურთელს სპეციალური ბეჭდები დაურიგა.

მოგეხსენებათ, NBA-ს, NHL-ის და სხვა ამერიკული სპორტული თამაშების გამარჯვებულებს ტიტულთან ერთად ბეჭდებსაც აძლევენ. როგორც ჩანს, პოგბას აღნიშნული იდეა მოეწონა და თავადაც გადაწყვიტა მსგავსი საჩუქრის გაკეთება.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით