"ოლდჰემის" მფლობელი პოლ სკოულზს დაბრუნებას თხოვს !

23-03-2019, 00:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ოლდჰემის" მფლობელი, აბადალაჰ ლემსაგანი, ყოფილ მთავარ მწვრთნელს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ნახევარმცველს, პოლ სკოულზს, დაბრუნებას თხოვს:

"რა თქმა უნდა "WhatsApp-ის" საშუალებით გუნდის დატოვების გადაწყვეტილების გასაჯაროვება ნაწილობრივ უპატივცემულობაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვეცდებით პოლს აზრი შევაცვლევინოთ."

"სკოულზი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელიც მომავალში უმაღლესი დონის სპეციალისტი გახდება, ამიტომაც მისი დაბრუნება, ჩვენი სამომავლო მიზნების განუყოფელი ნაწილია."

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ინგლისელმა ზემოთ ხსენებული კლუბის სათავეში, სულ 31 დღე გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით