რომელუ ლუკაკუ: "ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბევრი რამ მასწავლა"

23-03-2019, 00:14

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, ინგლისურ გრანდში, შვედ შემტევთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად გატარებულ დროზე საუბრობს:

"მან ბევრი რამ მასწავლა, მიყვებოდა ისტორიებს "ინტერის", "მილანის", "ბარსელონასა" და "აიაქსის" შესახებ, არაერთი სავარჯიშო სესიის შემდეგ დავადგინე, რომ ის ძალიან კონკურენტული ადამიანია."

"ერთ-ერთი უწყინარი ორთაბრძოლის დროს, მძიმე ვარდნით წამაქცია, მისმა საქციელმა კარგად მაჩვენა თუ რა მნიშვნელობა აქვს ბრძოლას საკუთარი ადგილის დასამკვირებლად."

"ზლატანი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, რომელსაც გასახდელზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, მასთან ასპარეზობა, სასარგებლო და სახალისო გამოდგა."

შეგახსენებთ, რომ 37 წლის იბრაჰიმოვიჩი, 2018 წლის 23 მარტს, ლოს-ანჯელესს "გალაქსის" რიგებში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით