რუი კოშტა: "კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მონდომებული მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს"

23-03-2019, 00:49

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რუი კოშტა, მის თანამემამულესა და ტურინის "იუვენტუსის" ვარსკლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"მასთან ერთად ასპარეზობა, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მომიწია, მაშინ ის ჯერ კიდევ ბავშვი (19 წლის) იყო, ჩვენ კი უკვე კარიერის ბოლო ფაზაში ვიმყოფებოდით, მისი შრომის დონით, ამ დროიდანვე ვიცოდით, რომ რონალდუ ოდესმე ოქროს ბურთის მფლობელი გახდებოდა."

"ის ყოველ სავარჯიშო სესიაზე განსხვავებულ მოძრაობას გვაჩვენებდა, რითაც ვეტერანების გაოცებას იწვევდა, კრიშტიანუ ყველაზე მონდომებული მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა კოშტამ კარიერა, 2008 წელს, მშობლიური "ბენფიკას" რიგებში დაასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით