დიმიტარ ბერბატოვი: "პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, კიდევ დიდი ხანი იქნება"

23-03-2019, 11:37

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი, კლუბის ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე საუბრობს:

"მისი განცხადების რაიმეს გარანტად გამოყენება, გაუმართლებელი იქნება, დიახ, "იუნაიტედში" თამაშის დროს, მეც ვიყავი "ბაიერნის", "რეალისა" და "იუვენტუსის" თამაშით მოხიბლული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათთვის, საკუთარ გუნდს ვუღალატებდი."

"პოლი ინგლისური გრანდის ფეხბურთელი, კიდევ დიდი ხნით იქნება, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ ამ თემას უახლოესს მომავალში აღარ განვიხილავთ და წინასწარი პროგნოზებისგანაც, თავს შევიკავებთ."

შეგახსენებთ, რომ 26 წლის პოგბას სიტყვებით, "ლოს ბლანკოსში" ასპარეზობა, ნებისმიერი მოთამაშისთვის, ახდენილი ოცნება იქნებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით