რობერტო მანჩინი: "იტალიელ ახალგაზრდებს, მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ"

23-03-2019, 12:08

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, ქვეყნის საფეხბურთო განვითარების დონეზე საუბრობს:

"ჩვენთან შედეგი, იმ გზაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომლითაც წარმატებას აღწევ. სამწუხაროდ ეს მენტალობა უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ჩამოგვიყალიბდა, თუმცა ფეხბურთი შეიცვალა, თუ კარგი პერფორმანსით არ გამოირჩევი, მაშინ ვერც გამარჯვებას მოახერხებ."

"ახალგაზრდებს მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ, ეს მომავლისთვის ძლიერ საძირკველს შეგვიქმნის, ჩემს დროს, 20 წლის მოთამაშეებს, უკვე 150 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული."

"ამომავალ ვარსკვლავებს ტექნიკურობა არ აკლიათ, მაგრამ გამოცდილება, უმნიშვნელოვანესი რამაა, რასაც ვერ გავექცევით, სწორედ ეს ახდენს გავლენას გრანდების წინააღმდეგ ორთაბრძოლების დროს, მატჩის მიმდინარეობაზე."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მანჩინიმ, მარტის სანაკრებო შესვენებისთვის, შემადგენლობაში 20 წლის ჯიანლუიჯი დონარუმა და 21 წლის ფედერიკო კიეზაც შეიყვანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით