მარინი: "ალეგრის შემცვლელი უკვე ნაპოვნია"

23-03-2019, 16:38

იტალიური "ნაპოლის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და  განაცხადა, რომ "იუვენტუსმა" ალეგრის შემცვლელი უკვე იპოვა.

"ალეგრი ტურინში არ დარჩება, მაგრამ ეს მისი არჩევანია. უნდა გითხრათ, რომ უკვე მისი შემცვლელიც შეარჩიეს  და ის დეშამია", - ციტირებს მარინოს სიტყვებს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, რომ დიდიდე დეშამი "იუვენტუსში" 2006-2007 წლების სეზონში მუშაობდა. მასთან ერთად ტურინული გუნდი სერია ბ-დან სერია ა-ში დაბრუნდა.

ფრანგმა სპეცილარისტმა "ბიანკონერი" ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა, რომელიც სატრანსფერო პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით