ვაისი: "ამ მიზეზის გამო შვეიცარიასთან მარცხი ლოგიკური იყო"

23-03-2019, 20:40

შვეიცარიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდგომ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა, სამწუხაროდ არ შეგვიძლია 90 წუთის მანძილზე მაღალ დონეზე თამაში."

"შვეიცარიას კარგი გუნდი ჰყავს და შედეგი ლოგიკური იყო. მათ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ მარცხი გამოიწვია."

"ჩვენი დღევანდელი მეტოქე ჯგუფის ფავორიტია. მათ ლიდერების გარეშეც საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ."

"ფეხბურთელები ტრავმებიდან ახალი დაბრუნებულები არიან, შესაბამისად, რთულია მათ ახლავე მაღალ დონეზე თამაში მოვთხოვოთ. ჯანო პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა."

"ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა. მისი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით კი გადავწყვიტე რომ განაცხადში არ შემეყვანა."

"გადავწყვიტე, რომ ხოჭოლავასთვის მიმეცა შანსი. კვირკველიამ იცის თუ რატომ არ მოუწია დღეს სასტარტო შემადგენლობაში თამაში."



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით