ოთარ კაკაბაძე:" დუბლინში მოსაგებათ ჩავალთ"

23-03-2019, 21:57

როგორც იცით UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიასთან (0-2) დათმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა  მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე ჩვენს თამაშს კარგად ვერ შევაფასებ, მაგრამ უნდა ავღნიშნო ის, რომ მეტოქე გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა.

"შეხვედრის მიმდინარეობისას დაღლა ვიგრძენი, მაგრამ მთლიანობაში სტადიონზე შეკრებილმა ხალხმა დიდი მოტივაცია მომცა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მადგანს.

"მინდა გითხრათ, რომ შემდეგ შეხვედრაში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მოსაგებათ ჩავდივართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სასურველ შედეგს დავდებთ". - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით