გურამ კაშია:"ირლანდიასთან დადებითი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ"

23-03-2019, 22:07

როგორც იცით UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიასთან (0-2) დათმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიან აღნიშნულ შეხვედრაზე პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ შეხვედირს პირველი ნახევარი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნახევარში საშინელი თამაში ვაჩვენეთ, მაცხენა მცელის პოზიციაზე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, თუმცა ეს პოზიცია ჩემი ნამდვილად არაა.

"თავს ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ და ახლაც მზად ვარ მოედანზე გავიდე და 45 წუთი ვითამაშო, ყველანაირად ვეცდებით, რომ ირლანდიიდან დადებითი შედეგით დავბრუნდეთ". - განაცხადა გურამ კაშიამ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით