მანჩესტერის წარმომადგენლები სანჩოს შეხვდნენ

23-03-2019, 23:04

ჯეიდონ სანჩოს ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ მას მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს რომელიმე ევროპული გრანდი დაიმატებს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევს მანჩესტერ "იუნაიტედის" წარმომადგენლები შეხვდნენ.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 75 მილიონი ევრო გადაიხადონ. ნისლიან ალბიონზე დასაბრუნებლად კი თავად სანჩოც მზადაა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონი მანჩესტერ "სიტის" აღზრდილია და ის დორტმუნდის "ბორუსიაში" 2017 წელს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით