ზაფხულში "სიტი" ხმაურიან ტრანსფერებს გეგმავს

23-03-2019, 23:11

როგორც ჩანს, მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ "სიტი" ტრადიციის დარღვევას არ გეგმავს და კლუბში ახალ ფეხბურთელებს ვიხილავთ.

"ქალაქელთა" სატრანსფერო აგენტის, ფერან სორიანოს თქმით, კლუბი ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას აპირებს.

"ამჟამად საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს. ამის მიუხედავად, ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შესაძლებელია."

"წინასწარ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, თუმცა რამდენიმე ტრანსფერზე ვმუშაობთ. ვაპირებთ, რომ ზაფხულში არაერთი მოთამაშე დავიმატოთ." - აცხადებს სორიანო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით